Tuesday, April 5, 2011
გადავწყვიტე დავამუშავო თემა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე.. ვფიქრობ, ეს თემა აუდიტორიის დაინტერესებას გამოიწვევს. პირადად მე დაინტერესებული ვარ ამ საკითხით. ჩემი თემა შეეხება ჩვენი ქვეყნის ტრადიცებსა და წეს-ჩვეილებებს. იმედი მაქვს, აუდიტორია ბევრ საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციას გაიგებს. ეს არის ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებსაც გამოვიყენებ ამ თემის დასამუშავებლა:1.ლეჩხუმი-რედაქტორი ჩართოლანი. ამ წიგნში საუბარია მევენახეობა-მეღვინეობაზე, კოლექტიური შრომის ფორმებზე, ქვითხურობაზე, ლეჩხუმურ ჩაცმულობაზე, მიცვალებულის კულტსა და სხვა. 2.სამეგრელო-რედაქტორი ჩართილანი. აქ საუბარია მიწათმოქმედებაზე, შრომის ორგანიზაციის ფორმებზე, მესაქონლეობასთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე, ჩაცმულობაზე, წვიმის პატარა ღვთაებებზე-მეფესებსა და ჭინკებზე, ასევე ხალხური აღზრდის წესებზე სამეგრელოში. 3.ხევსურეთი-თინათინ ოჩიაური. 4.საქართველოს ეთნოგრაფიული საკითხები-რედაქტორი ნანუკაშვილი. 5. მესხეთ-ჯავახეთი ძველად და ახლა-კოჟორიძე,ალელიშვილი. 6.შენ ხარ ვენახი-ლეკიაშვილი. 7.ხევი ძველად და ახლა-ითონიშვილი. 8.ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან-თოფურია. 9.მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის-რედაქტორი ჩიტაია.10.ორნამენტი სელის ქსოვილზე-საქართველოს ეთნოგრაფია. 11. საჭურველი-საქართველოს ეთნოგრაფია. 12.ლურჯი სუფრები-საქართველოს ეთნოგრაფია. 13.კერამიკა ჭითელი თიხის ჭურჭელი-საქართველის ეთნოგრაფია. 14. დედოფალები(სათამაშოები)- საქართველოს ეთნოგრაფია. 15. კერამიკა მოჭირული ჭურჭელი-საქართველოს ეთნოგრაფია.
Subscribe to:
Posts (Atom)